ენტონი გორდონი, ჯორდან პიკფორდი
Aa
Aa

„განადგურებული ვარ“ - გორდონის და პიკფორდის კომენტარები

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს - ინგლისი არგენტინის წინააღმდეგ.

გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. ალბისელესტემ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამის ლომის ფეხბურთელებმა ენტონი გორდონმა და ჯორდან პიკფორდმა კომენტარები გააკეთეს.

გორდონი:

„ეს ძალიან მტკივნეული მარცხია. დიდხანს ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ ასეთ დონეზე მცირე შეცდომებიც ისჯება. ახლა ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის თავი ავწიოთ და მესამე ადგილისთვის მატჩზე გადავერთოთ. სხვა დეტალებზე საუბარი არ მსურს.“

პიკფორდი:

„განადგურებული ვარ. ფეხბურთელებმა ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ახლა თავები უნდა ავწიოთ. მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ინგლისი საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი: “იმედგაცრუებისგან თავიც კი არეული მაქვს, ბოდიშს გიხდით“.
ბელინგემი: “იმედგაცრუებისგან თავიც კი არეული მაქვს, ბოდიშს გიხდით“.