კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია“ | კონორ მაკგრეგორის პოსტი

კონორ მაკგრეგორმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ირლანდიელმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეისთან მიღებულ ტრავმაზე ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ UFC-ში კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა სურს.

„ჩემი რწმენა ურყევია და მადლობელი ვარ, რომ მეძლევა შანსი, ეს დავამტკიცო. ჩემი ცხოვრებისეული ცვლილებები სამუდამოა და არა დროებითი. მადლობელი ვარ, რომ მეძლევა შანსი, ეს დავამტკიცო.

ცოდვათა ქალაქში ვარ, თუმცა ყოველგვარი ცოდვისგან სრულიად თავისუფალი ვარ. ამ კარს არ გავაღებ. მე უკვე დავუბრუნდი გამარჯვებების სერიას! იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ.

დღეს ეკლესიაში გამორჩეული მსახურება იყო. გული დამძიმებული მაქვს, მაგრამ უფლის დახმარებით, ჩემი გონება მტკიცეა! მადლიერი ვარ, რომ ვხედავ, ჩემს ოჯახს იესო ქრისტე დღითიდღე როგორ უყვარდება. მე ღვთის შვილი ვარ. მე ღვთის მეგობარი ვარ. ღმერთი მიკვალავს გზას იქ, სადაც გზა საერთოდ არ ჩანს. მე არ ვარ გარემოებების მსხვერპლი, მე მათ ვამარცხებ. ღმერთი მოქმედებს ჩემში, რათა მსურდეს და ვაკეთო ის, რაც მას სურს. ჩემი ახალგაზრდობა არწივივით ახლდება! უფალი უზომოდ მიყვარს და ზებუნებრივი ძალა მფარველობს.

ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ ხდება! ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია, რადგან მორწმუნე ვარ! ოპერაცია. წინასაოპერაციო მომზადება. საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშებთან დაბრუნება. ყველაფრის ახლიდან დაწყება. კონტრაქტის ბოლო ბრძოლა. გთხოვ, ღმერთო! შენი იმედი მაქვს, უფალო! მიჩვენე შენი გზა. გმადლობ, ღმერთო“.

ცნობისთვის, მაკგრეგორმა მარჯვენა ფეხი იტკინა და „დალოცვილთან“ ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო. ირლანდიელმა ორთაბრძოლის სტარტზე ჰაი-კიკი გაუშვა, რის შემდეგაც მარჯვენა ფეხი ცუდად დადგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისაღებს მიიღებ“ | იანმა დვალიშვილს მიმართა
„მისაღებს მიიღებ“ | იანმა დვალიშვილს მიმართა