რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

დებიუტი ქვემძიმე წონაში | რობერტ უიტეკერმა ნიკიტა კრილოვი დაამარცხა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი ქვემძიმე წონაში ავიდა. ავსტრალიელი მებრძოლი ტოპ 15-ში მე-12 პოზიციაზე მყოფ ნიკიტა კრილოვს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

უიტეკერი კრილოვზე უკეთესად გამოიყურებოდა და სამივე მსაჯის მიხედვით, პირველი და მეორე რაუნდი მოგებული ჰქონდა. მესამე რაუნდში ყოფილმა ჩემპიონმა კრილოვს, სავარაუდოდ, ყბა მოტეხა და რუსმა მებრძოლმა ჩხუბის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 

უიტეკერი UFC-ის ისტორიაში მეცხრამეტე მებრძოლია, რომელმაც სამ სხვადასხვა წონით დივიზიონში მოიპოვა გამარჯვება. „რიპერი“ მესამე მებრძოლია, რომელმაც სამ სხვადასხვა წონით დივიზიონში ნოკაუტი მიითვალა. მის გარდა ეს მხოლოდ ჯარედ კანონიერსა და კონორ მაკგრეგორს გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, უიტეკერს კარიერაში 36 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 27 მოგება და 9 წაგებაა. კრილოვთან გამარჯვებამდე ავსტრალიელს ხამზატ ჩიმაევთან და რინიერ დე რიდერთან ჰქონდა წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ“ - ტუხელის შეფასება
„ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ“ - ტუხელის შეფასება