დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

სარეკორდო მოგება სამოასთან! - ბორჯღალოსნების მეორე გამარჯვება ერთა თასზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეორე შეხვედრა სამოას ნაკრებთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 33:12 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში „ბორჯღალოსნებმა“ სარეკორდო სხვაობით მოახერხეს მოგება.

ქართველი მორაგბეები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯელებს 3 ლელო დაუდეს, საპასუხოდ კი 2 მიიღეს, თუმცა თამაშის ბედი დიდწილად ზუსტადშესრულებულმა საჯარიმო დარტყმებმა გადაწყვიტა, რომელშიც ლუკა მატკავა შეუდარებელი იყო.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 16:7 მოიგო. პირველ ნახევარში ერთი ლელო დავდეთ, რომელიც ლუკა ივანიშვილის ანგარიშზეა. ამასთან, ლელოს ეპიზოდში მატკავამ გარდასხვა ზუსტად შეასრულა, რასაც 3 საჯარიმო დარტყმაც დაუმატა.

მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა დამაჯერებლად ჩაატარეს. ლელოებით თავი გიორგი კვესელაძემ და ილია სპანდერაშვილმა გამოიჩინეს, რასაც ლუკა მატკავასა და თედო აბჟანდაძის ზუსტი დარტყმებიც მოჰყვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა ეროვნული გუნდის მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ პირველ მატჩში ურუგვაის ნაკრები 41:34 დაამარცხეს, მომდევნო შეხვედრას კი 18 ივლისს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე