ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობთ“ - კეინი ჰოლანდზე

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

კეინს ჰკითხეს, თუ ვინ არის მათ შორის უკეთესი.

„ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. მესმის, რომ ორივეს ფორვარდად განგვიხილავენ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობთ.

ერლინგი დაუჯერებელია, მისი ბომბარდირული სტატისტიკა შთამბეჭდავია. ის ფიზიკურად მანქანაა, ის მხეცია. მომენტებს უმაღლეს დონეზე ასრულებს. მისი გოლების სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე,“

- თქვა ჰარი კეინმა.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდმა 7 გოლი გაიტანა, კეინმა კი 6.

ინგლისისა და ნორვეგიის მეოთხედფინალური მატჩი ამაღამ, ჩვენი დროით 01:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები