სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელმა 25 წლის ასაკში თავი მოიკლა
Aa
Aa

სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელმა 25 წლის ასაკში თავი მოიკლა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და „მამელოდი სანდაუნსის“ ნახევარმცველი ჯეიდენ ადამსი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის მოთამაშეთა პროფკავშირმა გაავრცელა. ინფორმაცია ასევე გაავრცელეს სამხრეთ აფრიკის მსხვილმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც ადამსის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ადასტურებენ ამ სიახლეს. როგორც იწერება, 25 წლის ფეხბურთელმა თავი მოიკლა.

„SAFPU შოკირებულია „მამელოდი სანდაუნსისა“ და სამხრეთ აფრიკის ნაკრების ნახევარმცველის, ჯეიდენ ადამსის ნაადრევი გარდაცვალებით.

ჯეიდენმა სულ ახლახან წარადგინა სამხრეთ აფრიკა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის სიამაყით, სიმამაცითა და ღირსებით ატარებდა ქვეყნის იმედებს.

მისი სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკარგია მისი ოჯახისთვის, თანაგუნდელებისთვის, კლუბებისთვის, საფეხბურთო საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.

ადამსმა მონაწილეობა მიიღო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის სამხრეთ აფრიკის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა ტურნირის პირველ ორ მატჩში და პლეი-ოფის შეხვედრაშიც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოზინიას საპატივცემულოდ - ზღვის ლოკოკინას მისი სახელი დაარქვეს
ვოზინიას საპატივცემულოდ - ზღვის ლოკოკინას მისი სახელი დაარქვეს