„თუ ვერ გაიმარჯვებ, გაგანადგურებენ“ - მბაპე საფრანგეთის ნაკრებზე
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის ფონზე გუნდის განწყობაზე ისაუბრა.
მეოთხედფინალში დიდიე დეშამის გუნდმა მაროკო დაამარცხა (2:0). ნახევარფინალში ფრანგები ესპანეთს შეხვდებიან.
– შეიძლება თუ არა მოდუნება ნახევარფინალის წინ?
„მოდუნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება - თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ.
როცა საფრანგეთის ნაკრებში თამაშობ, თუ ვერ გაიმარჯვებ, გაგანადგურებენ. ჩვენ შეკრული გუნდი გვყავს, რომელიც ერთი მიზნისკენ – გამარჯვებისკენ მიისწრაფვის.
ჩვენ ნახევარფინალში ვართ, მაგრამ გზა ჯერ კიდევ გრძელია და წინ ყველაზე რთული მატჩები გველის“.
- განაცხადა კილიან მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი, 14 ივლისს, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.