მესის პოკერი MLS-ში | 2 გოლი ჯარიმიდან გაიტანა და რონალდუს 9 გოლით უსწრებს
MLS-ში ინტერ მაიამიმ მონრეალი 7:1 გაანადგურა. ანგარიში მე-20 წუთზე კაზემირომ გახსნა, ეს ბრაზილიელის სადებიუტო გოლია ML-ში. 37-ე წუთზე ფაბიან ჰერბერსმა გაათანაბრა. ლიონელ მესიმ პოკერი შეასრულა, მან გოლები მე-40 (2:1), 52-ე (3:1), 83-ე (5:1) და მე-6 დამატებულ (7:1) წუთებზე გაიტანა. გარდა ამისა, მე-80 წუთზე მისი საგოლე პასით ლუის სუარესმა შეაგდო (4:1).
მესიმ ორი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, მთელ კარიერაში მის ანგარიშზე 74 ასეთი გოლია. ალ-ნასრისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე საჯარიმო დარტყმით გატანილი 65 გოლია. არგენტინელი 9 გოლით უსწრებს.
39 წლის არგენტინელის ანგარიშზე კარიერაში ჯარიმიდან გატანილი 74 გოლია და ზოგიერთი მონაცემით, ამ მაჩვენებლით ის ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ჟუნინიო პერნამბუკანოს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 77 გოლია, სხვა მონაცემებით კი, მესი სიაში მე-3 ადგილზეა ჟაირთან ერთად და ჩამორჩება მარსელინიო კარიოკას (78 გოლი) და რობერტო დინამიტს (75), ჟუნინიოს კი მხოლოდ მეხუთე შედეგი აქვს – 72 გოლი საჯარიმოდან.