ირაკლი ეგოიანი, ექსელსიორი
Aa
Aa

ეგოიანის კარგი მატჩი - ექსელსიორის გამარჯვება ბოლო წუთზე

ნიდერლანდების ერედივიზიეს მეოთხე ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ როტერდამულ დერბიში „სპარტას“ უმასპინძლა.

ანგარიში 24-ე წუთზე აიმენ სლიტიმ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს - თავი მილან ზონეველდმა გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნესტო გრუნმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „ექსელსიორს“ 3 ქულა მოუტანა.

ეგოიანს პირველ ტაიმში ერთი დარტყმა და ორი საკვანძო პასი ჰქონდა, მეორე ტაიმში კი გოლთან იყო ახლოს, როცა მისი ჩაწოდებული ბურთი მცველს მოხვდა და „სპარტას“ კარს მცირე მანძილით ასცდა.

ეგოიანმა მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 8.0-ქულიანი შეფასება დაიმსახურა [ექსელსიორის რიგებში საუკეთესო], მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 8-დან 5 ზუსტი ჩაწოდება, 36-დან 29 ზუსტი პასი (81%), 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 3 დარტყმა, 66 შეხება ბურთთან, 9-დან 6 წარმატებული დრიბლინგი და 14-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა.

ეგოიანის გამორჩეული მომენტები

3 მატჩის შემდეგ „ექსელსიორს“ 6 ქულა აქვს. ეგოიანის გუნდი ერედივიზიეს სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 სექტემბერს „ვილემ II“-ს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლის გატანასთან ახლოს იყო
ლოჩოშვილის წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლის გატანასთან ახლოს იყო