ვოზინია
Aa
Aa

ვოზინიას საპატივცემულოდ - ზღვის ლოკოკინას მისი სახელი დაარქვეს

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ნომერ პირველ ტურნირად სრულიად სამართლიანად იმიტომ ითვლება, რომ პლანეტის პირველობაზე დადებითი კუთხით გამოჩენილი ფეხბურთელები სამშობლოში არამხოლოდ სპორტის ამ სახეობაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები ხდებიან. წლევანდელი მუნდიალის მთავარი აღმოჩენა კი, უდავოდ კაბო ვერდეს ნაკრები გახლდათ, რომლის შემადგენლობაშიც გამორჩეული 40 წლის მეკარე ვოზინია იყო, რომელთან დაკავშირებითაც ერთი  სასიხარულო და ამავდროულად, სახალისო ინფორმაციაც გავრცელდა.

ცნობილმა ბიოლოგმა, ხესუს ორტეამ კარიბის ზღვაში იშვიათი სახეობის ზღვის ლოკოკინა აღმოაჩინა, რომელსაც კაბო ვერდეს ნაკრების მეკარის საპატივცემულოდ Aldisa vozinha დაარქვა. ორტეამ ეს გადაწყვეტილება იმ ფანტასტიური თამაშიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც ვეტერანმა გოლკიპერმა მუნდიალზე აჩვენა და კაბო ვერდელ ხალხს უდიდესი სიხარული მიანიჭა. თანაც, როგორც ბიოლოგი აღნიშნავს, ლოკოკინა ესპანეთ-კაბო ვერდეს მატჩის დღეს აღმოაჩინა და იქიდან გამომდინარე, რომ ვოზინიას ბრწყინვალე თამაშით აღტაცებული იყო, სახელის შერჩევის დროს დიდხანს აღარ უფიქრია.

შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდეს ნაკრები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ მუნდიალზე მსოფლიოს სამ ჩემპიონს, ესპანეთს, ურუგვაისა და არგენტინას შეხვდა და ძირითად დროში არც ერთთან არ დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის მოგების შემთხვევაში - ინგლისის ნაკრები წაახალისეს
მუნდიალის მოგების შემთხვევაში - ინგლისის ნაკრები წაახალისეს