ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

„სანამ მოტივირებულია, იქამდე საუკეთესო იქნება“ - სკალონი მესიზე

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში შვეიცარიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიონელ მესის ფიზიკური მზადყოფნის შესახებ ისაუბრა.

„ლეო ყოველთვის დაახლოებით ერთსა და იმავე კილომეტრაჟს ფარავს. მაგრამ საქმე ის არ არის, მეტს დარბის თუ ნაკლებს. უბრალოდ ის გადამწყვეტად თამაშობს. გუნდი მას ძალიან ეხმარება და ეს სიმართლეა. ლიონელი თავის ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან ვარჯიშობდა და ამან შედეგი გამოიღო. ლეო ბოლომდე იხარჯება.

არ ვიცი, წაიკითხეთ თუ არა ამ დღეებში ტიერი ანრის ნათქვამი, რომელიც მესისთან ერთად ერთ გუნდში თამაშობდა. ასე რომ, როცა ის ბოლომდე იხარჯება და საფრთხეს გრძნობს, მანქანად იქცევა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ მიკვირს. შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც მას არ იცნობენ, სხვას ელოდნენ, რომ 39 წლის ასაკში ის საუკეთესო ფორმაში არ იქნებოდა. მაგრამ სანამ მას სურს საუკეთესო ფორმაში ყოფნა, ის საუკეთესო იქნება.

ასე მხოლოდ იმიტომ არ ვფიქრობ, რომ მისი მწვრთნელი ვარ. სანამ ის მოტივირებულია, საუკეთესო იქნება, ეს აშკარაა.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მოვა დრო, როცა 50 წლის გახდება და საუკეთესო აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის ვარჯიშებს და იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, როგორი იყო ლეო 23 თუ 24 წლის ასაკში პეპ გუარდიოლას ბარსელონაში...

ამაზე სამწვრთნელო შტაბთან უთვალავჯერ გვისაუბრია. ყველა, ვისაც ვკითხე, მიყვებოდა, როგორი იყო ლეო მაშინ. და ეს არ მიკვირს.

ვფიქრობ, ის საუკეთესო იქნება მანამ, სანამ მოტივაცია აქვს, რადგან დადგება დრო, როცა ეს დასრულდება და მხოლოდ ეს შეუშლის ხელს, რომ საუკეთესო იყოს“,

- განაცხადა ლიონელ სკალონიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები