ჟორჟე ჟეზუსი, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„სად იყო ეს ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?“ - ჟეზუში პორტუგალიის ნაკრებზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რობერტო მარტინესი შეცვალა, გუნდის ტაქტიკისა და თამაშის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააზიარა.

„როდესაც თამაშის მოდელში ცვლილებებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია სხვადასხვა სათამაშო იდეა განვიხილოთ. კონკრეტულად რისი შეცვლა გვინდა? იდეის, სათამაშო სისტემის, დეტალების?

დღეს ფეხბურთი სულ უფრო მეტად ხდება კოლექტიური სპორტის სახეობა, რომელმაც მნიშვნელოვნად განიცადა ევოლუცია, რადგან ამჟამად ფეხბურთი არის თამაში გუნდებისა და მწვრთნელებისთვის, რომლებსაც ესმით, რომ ყველაზე რთული სივრცის შემცირება, საკუთარი მომენტების შექმნა და საკუთარ კართან მომენტების შემცირებაა.

მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? და სწორედ ეს არის ყველაზე რთული ამოცანა.

არ ვარ 4-3-3 სქემაში სამი ნახევარმცველით თამაშის დიდი მომხრე. მე ისეთი ნახევარმცველები მომწონს, რომლებიც უფრო მოძრავები და დინამიკურები არიან.

ყველა ამბობდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს, მაგრამ სად არის ის? ორი ფეხბურთელი პსჟ-შია, კიდევ ერთი მანჩესტერ იუნაიტედში. მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა ნაკრებშია, მაგრამ სად არის ის? პსჟ-ში სხვა იდეებია, სამი ფორვარდი, რომლებიც თამაშს ინდივიდუალურად მართავენ. პორტუგალიას ეს არ ჰქონდა.

სწორედ ამაში ვარ დარწმუნებული - დავნერგო ისეთი იდეები, რომლებიც ფეხბურთელების მახასიათებლებს შეესაბამება.

მწვრთნელი უნდა ეცადოს ფეხბურთელებს დაეხმაროს. არის მომენტები, როცა მოთამაშეებს დახმარება სჭირდებათ. ჩვენს ფეხბურთელებს ოსტატობის მაღალი დონე აქვთ და მე დასახმარებლად მათ გვერდით ვიქნები“.

- განაცხადა ჟორჟე ჟეზუშმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები