ქართველების გარეშე - მაკგრეგორმა ყველა დროის TOP 10 მებრძოლი დაასახელა
კონორ მაკგრეგორმა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ისტორიაში საუკეთესო მებრძოლების თავისი ათეული დაასახელა, სადაც პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენა.
„ანდერსონ სილვა ნომერი ორია. ჯონ ჯონსი ნომერი სამი. დემეტრიუს ჯონსონი მეოთხე. ვალენტინა შევჩენკო მეხუთე. ამანდა ნუნესი მეექვსე. ისლამ მახაჩევი მეშვიდე. დანიელ კორმიე მერვე. ხაბიბი მეცხრე. და მეათე ალექსანდრ ვოლკანოვსკი,“
– განაცხადა ირლანდიელმა Complex-თან ინტერვიუში.
ასევე, UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია, რომ ისლამ მახაჩევმა მიღწევებით თავის თანაგუნდელებს ხაბიბ ნურმაგომედოვს და დანიელ კორმიეს უკვე აჯობა.
„მან უკვე აჯობა ხაბიბს. მისი ვადამდელი გამარჯვებები და რეკორდი ორ დივიზიონში თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ამ ბიჭს წინ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, ეს უნდა გააცნობიეროს და ასპარეზობა გააგრძელოს. მაგრამ ჩემთვის, ის უკვე მაღლა დგას თავის ორივე თანაგუნდელზე - კორმიესა და ხაბიბზე,“
- განაცხადა კონორმა.
ამ უქმეებზე ლას-ვეგასში გასამართ UFC 329-ზე „ნოტარიუსი“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კარიერას განაახლებს და ნომრიანი ღონისძიების მთავარ მოვლენაში მაქს ჰოლოუეის შეხვდება.