ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ნამდვილი მებრძოლები ამას არ აკეთებენ“ | პიმბლეტი თოფურიაზე

პედი პიმბლეტი ილია თოფურიას გასაკრიტიკებლად შანსს ხელიდან არ უშვებს. ინგლისელმა მებრძოლმა „ელ მატადორზე“ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნამდვილი მებრძოლები არ აკეთებენ იმას, რაც თოფურიამ გააკეთა.

„ილია თოფურია სკამზე დანებდა! ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ფაქტია. რაუნდებს შორის სკამზე იჯდა და პატარა ძუკნასავით თქვა: „No Mas (მეტი აღარ)“. ილია თოფურია ნამდვილი მებრძოლი არ არის. ნამდვილი მებრძოლები ამას არ აკეთებენ, ნამდვილი მებრძოლები რაუნდებს შორის, სკამზე არ ნებდებიან.

ეს წაგება მას სამუდამოდ შეცვლის. აქამდე არასდროს დამარცხებულა და მისი მთელი აურა ამაზე იყო დაფუძნებული. ახლა წააგო, ეს აურა აღარ აქვს და ხალხი მას დასცინის. მე ვიცი წაგებიდან როგორ უნდა დაბრუნდე, მას წარმოდგენა არ აქვს ეს როგორ უნდა გააკეთოს და ძალიან გაუჭირდება.

ჩვენი ჩხუბი გარდაუვალია და მერჩივნა, წაუგებელ თოფურიასთან მებრძოლა, რადგან დარწმუნებული ვარ, დავამარცხებ. ვიცოდი, რომ ჯასტინი მოუგებდა და ვიცი, რომ მეც მოვუგებ.“

ცნობისთვის, პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 329-ზე გამართავს. მისი მეტოქე ბენუა სენ-დენია და ეს ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იდეალური მებრძოლი და ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო | ჰოლოუეიმ ილიაც გამოარჩია
იდეალური მებრძოლი და ქვემსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო | ჰოლოუეიმ ილიაც გამოარჩია