ტორპედო, დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

ტორპედო სასწაულის იმედზეა - ქუთაისელებს ვოლკოვმაც გაუტანა

ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებიდან ყველაზე მეტად „ტორპედოს“ არ გაუმართლა, რადგან ქუთაისელებს აზერბაიჯანის საკმაოდ შეძლებული გუნდი „ზირა“ შეხვდათ, თუმცა დირკ შუსტერის შეგირდებისგან ასეთ კაპიტულაციას ნამდვილად არ ველოდით. იმერლები აზერბაიჯანში 0:3 დამარცხდნენ და ახლა საპასუხო შეხვედრაში მხოლოდ სასწაულის იმედზე თუ არიან.

32-ე წუთზე ანგარიში რუან რენატომ გახსნა, რაც მასპინძლების აშკარა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის ლოგიკური დაგვირგვინება იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში, გიორგი პაპუნაშვილის სტანდარტის შემდეგ ქუთაისელები საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანას დიდხანს ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, არეულობაში კი ყველაზე კარგად „ზირას“ ქართველი ფორვარდი დავით ვოლკოვი გაერკვა და აზერბაიჯანელების უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა - სტუმრებმა ბურთის უკან დაბრუნების დროს 64-ე წუთზე საშინლად ითამაშეს და მეკარე ოთო გოშაძეს ისღა დარჩენოდა საკუთარ საჯარიმოში წესები დაერღვია. პენალტი ზუსტად რუან რენატომ დაარტყა, დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისათვის, „ტორპედო“ – „ზირას“ საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, “შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კიდევ ორი კლუბი, „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ კი უეფას კონფერენს ლიგაში ხვალ ჩაერთვებიან. გორელები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სან მარინოს „ვირტუსს“ უმასპინძლებენ, ხოლო „დინამოელები“ სტუმრად ლუქსემბურგის „მონდორფთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - შუსტერი ზირასთან მარცხის შემდეგ
„საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - შუსტერი ზირასთან მარცხის შემდეგ