მეცი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

„ვაპირებ, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო“ - აბუაშვილი კვლავ მეცში ითამაშებს

გიორგი აბუაშვილი 2026-2027 წლების სეზონშიც კვლავ „მეცის“ ღირსებას დაიცავს. ფრანგულმა კლუბმა და ფოთის „კოლხეთმა“ ქართველი გარემარბის კიდევ ერთი სეზონით განათხოვრებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც კლუბის ვებ-გვერდი წერს, გიორგი აბუაშვილმა დაამტკიცა, რომ ბურთით თამაშის შესანიშნავ უნარებს ფლობს. ის არის სახიფათო მოთამაშე, რომელიც გამოირჩევა აჩქარების უნარით და მოწინააღმდეგის კართან გადამწყვეტი უპირატესობის შექმნა შეუძლია.

პოზიტიური და უნაკლო მენტალიტეტის მქონე მოთამაშეს, გიორგი აბუაშვილს, განვითარებისთვის კიდევ დიდი პოტენციალი გააჩნია. იგი მოტივირებულია „შინდისფერთა“ მაისურით თავგადასავალი ლიგა 2-ში გააგრძელოს და აპირებს, თავისი ნიჭი გუნდის კეთილდღეობას სრულად მოახმაროს.

„მეცის“ ვებ-გვერდზე გიორგი აბუაშვილის კომენტარი ვრცელდება, რომელშიც ამბობს:

„ნამდვილად ბედნიერი ვარ „მეცში“ დარჩენით და ძალიან ვამაყობ, რომ ახალ სეზონში კვლავ ვატარებ შინდისფერ მაისურს. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ და ვაპირებ, საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო. იმედი მაქვს, ბევრი გოლის გატანას შევძლებ.“

გიორგი აბუაშვილმა „შინდისფერთა“ მაისურით გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და ლიგა 1-ში ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 ივლისის სატრანსფერო ზონა
7 ივლისის სატრანსფერო ზონა