ლორენცო: “განას რეალური საფრთხე არ შეუქმნია“
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოლუმბიამ მძიმე ბრძოლაში განა 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენცომ კომენტარი გააკეთა.
ლორენცო:
„მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ყველაზე მეტად ის მომეწონა, როგორ დავიცავით თავი. ჩვენ მაღალი ხაზით ვთამაშობდით და მცველებს ძალიან მძიმე სამუშაო ჰქონდათ. ვაფასებ იმას, რომ მეტოქეს, რამდენიმე ეპიზოდის გარდა, რეალური საფრთხე თითქმის არ შეუქმნია.
შვეიცარია მოწესრიგებული გუნდია, მაგრამ ამავდროულად ნახევარდაცვასა და შეტევაში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან რთული მატჩი გველოდება.
ხამესი კარგად არის. ტრავმა არ აქვს. ეს ტაქტიკური ცვლილება იყო. რამდენიმე ფეხბურთელს ვირუსული სიმპტომებიც ჰქონდა, მაგრამ ხამესს დაზიანება არ მიუღია. ჯონ კორდობა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის მდგომარეობაც გვაფიქრებს. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ამას სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გავიგებთ.“
ცნობისთვის, კოლუმბიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 7 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.