იბერია 1999
Aa
Aa

ნიგერიელი ნახევარმცველი დაიმატეს - იბერია 1999-ს ახალწვეული ჰყავს

„იბერია 1999“-ს, რომელიც რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ახალწვეული ჰყავს. თბილისური კლუბის ინფორმაციით, გუნდს ნიგერიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ ალჰასანი შეუერთდა.

მათივე ინფორმაცით, ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, აქამდე პორტუგალიურ „ლუსიტანიაში“ თამაშობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 29 წლის ალჰასანს ნიგერიის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის გამოცდილება აქვს, ხოლო საკლუბო კარიერის განმავლობაში პორტუგალიურ „ლეიოშეშსა“ და „ნასიონალში“, ბელგიურ „ბეერსხოტ-ვილრეიკში“, ასევე „აუსტრია ვენაში“ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“-ს მეტოქე ესტონური „ფლორა“ იქნება. პირველი მატჩი 8 ივლისს ესტონეთში, საპასუხო კი 14 ივლისს თბილისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია 1999-მა შეტევა გააძლიერა - სილა საქართველოში დაბრუნდა
იბერია 1999-მა შეტევა გააძლიერა - სილა საქართველოში დაბრუნდა