„საფრანგეთი ფავორიტი არ არის, დაუმრცხებელი არავინ არაა“ - იამალი
ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატების ფავორიტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურნირზე დაუმარცხებელი არც ერთი გუნდი არ არის.
რას ამბობს იამალი:
„ამჟამად არ არსებობს არც ერთი ნაკრები, რომელიც ჩვენზე გაცილებით სუსტია. მოედანზე უნდა გავიდეთ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ. არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია.
საფრანგეთი? ჩვენზე ძლიერი არ არის – მან ხომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დამარცხება ვერ შეძლო. ამიტომ, ფავორიტები არ არსებობენ. არც ერთი ნაკრები არ აღემატება სხვებს.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მუნდიალის 1/16 ფინალში ავსტრიის ნარკებს დაუპირისპირდება. მატჩი 2 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.