„შავი პიარის მსხვერპლი გავხდი“ - ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
მოვლენები განვითარდა ზუსტად ისე, როგორც დაფიქსირებული შედეგებიდან მოსალოდნელი იყო - ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კოუბეკმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, თუმცა მოგვიანებით 74 წლის სპეციალისტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
როგორც კოუბეკმა განაცხადა, წარუმატებლობის მიუხედავად მას დიდი სურვილი ჰქონდა მშობლიური ქვეყნის ნაკრებში მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ მედიის წარმომადგენლებმა შავი პიარი აუგორეს, ნახევარსიმართლეს ავრცელებდნენ და ასეთ პირობებში საწვრთნელი პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ვინ ჩაანაცვლებს გამოცდილ სპეციალისტს ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისათვის, მიროსლავ კოუბეკის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხებმა სამხრეთ აფრიკასთან (1:1) ფრედ ითამაშეს, მექსიკასთან (0:3) და სამხრეთ კორეასთან (1:2) კი დამარცხდნენ და 1 ქულით ჯგუფური ეტაპი ბოლო პოზიციაზე დაასრულეს.