„გერმანიას სრულიად განსხვავებული პრობლემები ჰქონდა“ - კლოპის ნოიერს იცავს
„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მანუელ ნოიერს მხარი დაუჭირდა და სხვა ექსპერტებსა, თუ ვეტერან მოთამაშეებს არ აჰყვა.
„როდესაც დავიწყებთ ისე დაცვას, რომ მას თამაშში ჩართვა შეეძლოს, და არა უბრალოდ გოლების გაშვება ასხლეტილი ბურთების ან შეუძლებელი კუთხიდან დარტყმების შემდეგ, ის გახდება ის მეკარე, როგორიც ყოველთვის იყო, თავისი აურით. ამ მატჩებში ჩვენ სრულიად სხვა პრობლემები გვქონდა, უბრალოდ ინტენსივობა გვაკლდა“,
- აღნიშნა კლოპმა.
„მერსისაიდელთა“ ექს-მწვრთნელს ნოიერის შეცდომა ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ეკვადორთან მატჩის დროს გაშვებულ მეორე გოლში არ დაუნახავს.
„მეკარეებმა ეს მეკარის შეცდომად არ ჩათვალეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ პირობებში მას შეეძლო ბურთი გვერდზე მოეგერიებინა. მას მისი დაჭერა სურდა, თავდამსხმელმა კი ფეხი დაუხვედრა. ეს უბრალოდ არ იყო მეკარეების ტურნირი. მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, ბურთები კი უბრალოდ კარში მიფრინავდა“,
- თქვა კლოპმა.
ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის კარში ზუსტად მხოლოდ 7-ჯერ დაარტყეს, აქედან ნოიერმა 4 გოლი გაუშვა.
„დიახ, ასეა, მაგრამ ეს უბრალოდ სტატისტიკაა, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. რეალობა კი ისაა, რომ მანუელ ნოიერი ტოპ-მეკარეა“,
- დაასკვნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 1/16-ფინალში პარაგვაის ნაკრებთან დამარცხდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სამხრეთ ამერიკელებმა 4:3 მოიგეს.