„კუმანმა ფაქტობრივად, თქვა, რომ მაროკოსი ეშინოდათ“ - ანრის და იბრას კრიტიკა
მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16-ფინალური ეტაპის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული მატჩი ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის ვიხილეთ, რომელიც პენალტების სერიაში აფრიკელებმა მოიგეს.
შეხვედრის შემდეგ, ევროპული სპორტული პრესა და ანალიტიკოსები რონალდ კუმანის კრიტიკაში არიან. გამონაკლისი არც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიერი ანრია, რომლებიც მიმდინარე მუნდიალზე FOX Sport-ისთვის მუშაობენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
„ვფიქრობ, ეს მარცხი რონალდ კუმანის ბრალია. ნიდერლანდების ნაკრები ვერ ვიცანი. ეს არ არის ნიდერლანდური იდენტობა. კუმანმა საკუთარი იდენტობით წააგო, მაგრამ ის ნიდერლანდური არ არის. აი ეს მაბრაზებს.
შეიძლება მატჩი წააგო, მაგრამ შენი იდენტობით. იყავი ის, ვინც ხარ.
მოთამაშეები თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ. მათ ბურთი არ ჰქონდათ, შეტევაში არაფერს აჩვენებდნენ და ეს საშინლად გამოიყურებოდა. ამაში კუმანს ვადანაშაულებ“.
ტიერი ანრი:
„კუმანმა ფაქტობრივად, თქვა, რომ მაროკოსი ეშინოდათ. თუ იგებ - მართალი ხარ. თუ აგებ - მტყუანი ხარ.
მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ სქემის (5-2-2-1), რადგან ნიდერლანდები ჩვეულებრივ ასე არ თამაშობს, მაგრამ კუმანს ამასთან დაკავშირებით აშკარად სხვა მოსაზრება აქვს“.