ლორიას სეივები ''ზენიტთან'' - ქართველი მეკარე სიმბოლურ გუნდში მოხვდა
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა ''ზენიტმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ანჟი.'' სტუმართა ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ მაღალ დონეზე ითამაშა. 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 სეივია. ''ზენიტის'' ფეხბურთელებმა ოთხივე დარტყმა ლორიას კარის მიმართულებით საჯარიმოში ყოფნისას შეასრულეს. championat.com-ის ვერსიით ლორია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
მიმდინარე სეზონში ''ანჟის'' მაისურით ლორიამ მე-12 მატჩი ჩაატარა. 16-გუნდიან პრემიერლიგაში ''ანჟი'' 24 ქულით მე-14 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რუსეთის პრემიერლიგაში მესამე სეზონს ატარებს. ''ანჟის'' მიმდინარე სეზონში შეუერთდა, მანამდე კი ''კრილია სოვეტოვისთვის'' ასპარეზობდა.
რუსეთის პრემიერლიგაში ფრედ 1:1 დასრულდა ''უფასა'' და მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრა. ''უფას'' მაისურით სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ. ''უფა'' 35 ქულით მე-6 ადგილზეა. ჯიმის გუნდი 10 ქულით ჩამორჩება მეხუთეადგილოსან ცსკა-ს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.
ტაბიძე 2017 წლის ზაფხულში გახდა ''უფას'' მოთამაშე. საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მცველმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა. მას ასევე უთამაშია ''ურალში,'' ''გენტის'' სარეზერვო გუნდსა და ''საბურთალოში.''