ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

რა ჯანდაბა იყო VAR-ის გადაწყვეტილება? - გიუნდოგანი ტას გაუქმებულ გოლზე

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ილქაი გიუნდოგანმა, რომელიც ამჟამად თურქული გალათასარაის ფეხბურთელია, მუნდიალზე გერმანია - პარაგვაის მატჩისას ტას გაუქმებულ გოლზე X-ში დაწერა.

„გუნდის თამაშს ნამდვილად არ სჭირდება შელამაზება... მაგრამ რა ჯანდაბა იყო VAR-ის ეს გადაწყვეტილება? პრემიერლიგაში მსგავს რამეზე უბრალოდ გაეცინებოდათ, მით უმეტეს გადაწყვეტილების უკან წაღებაზე. რა თქმა უნდა, ესეც საშინლად იმედგამაცრუებელი იყო. სამწუხაროდ, 120 წუთის განმავლობაში ვერც თავად ჩვენ დავტოვეთ დამაჯერებელი შთაბეჭდილება''.

გერმანიის ეროვნული ნაკრების შესახებ ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმაც ისაუბრა (იხილეთ).

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.

1/8-ფინალში პარაგვაი საფრანგეთი - შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები