„მბაპეს მისია გოლების გატანაა“ - დეშამმა კილიანი შეაქო
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა შვედეთთან მატჩის წინ თავისი გუნდის კაპიტანზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა.
„კილიან მბაპეს დაცვაში თამაში შეუძლია. შესაძლოა, ამას სხვებზე ნაკლებად აკეთებს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებზე მეტი გოლი გააქვს. ეს არის კილიანის მისია, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ამ მისიას თავს კარგად ართმევს. ჩვენი ფორვარდები უბურთოდ ბევრს არ დარბიან, თუმცა მბაპე პირველი იყო, ვინც სხვებს მაგალითი მისცა.
გარდა ამისა, კილიანი კარგი კაპიტანია. შესაძლოა, მასზე ხანდახან მცდარი შთაბეჭდილება იქმნება, თუმცა მბაპე აგრძელებს გოლების გატანას და საგოლე პასების შესრულებას.
2018 წელს ის უკვე ძალიან ძლიერი იყო. ის ყოველთვის პროგრესზე ფიქრობს, რეკორდებს ამყარებს და ამას მომავალშიც გააგრძელებს. შესაძლოა, მან საგოლე მომენტი ვერ გამოიყენოს, როგორც ეს სენეგალთან მატჩში მოხდა, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ კილიანი შეუდარებელი ფეხბურთელია“.
ცნობისთვის, 1/16-ფინალური მატჩი საფრანგეთსა და შვედეთს შორის ხვალ, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დეშამის გუნდის მეტოქე გერმანია-პარაგვაის შორის გამარჯვებული იქნება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე მუნდიალზე მბაპეს ანგარიშზე 3 შეხვედრაში 4 გოლი და 2 ასისტია.