ევროპის ჩემპიონების ფიასკო გრძელდება - ოცდამეერთე საუკუნის ტრადიცია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონების ფიასკო გრძელდება - ოცდამეერთე საუკუნის ტრადიცია

მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია ესპანეთი - კაბო ვერდეს შეხვედრაში დაფიქსირდა, რადგან ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტურნირის დებიუტანტების კარში ერთი ბურთიც კი ვერ გაიტანეს და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს. თუმცა, სტატისტიკის მოყვარულებს ესპანელების უგოლო ფრე შესაძლოა საერთოდ არ გაჰკვირვებოდათ, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის მოქმედ ჩემპიონს მუნდიალის სასტარტო მატჩი არასოდეს მოუგია.

კონტინენტის პირველობის გამარჯვებულების უიღბლო სერია 2002 წელს საფრანგეთის ნაკრების სენეგალთან (0:1) მარცხით დაიწყო. 2006 წლის მუნდიალზე 2004 წლის ევროპის ჩემპიონი საბერძნეთი საერთოდ ვერ გავიდა. 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონმა ესპანელებმა 2010 წლის პლანეტის პირველობა - შვეიცარიასთან (0:1), 2014 წლის მუნდიალი კი ნიდერლანდებთან (1:5) მარცხით დაიწყეს. მსოფლიოს პირველობა 2018 წელს გამარჯვებით ვერც 2016 წლის ევროპირველობის ტრიუმფატორმა პორტუგალიამაც ვერ დაიწყო და მეზობელ ესპანეთთან 3:3 ითამაშა. ევრო 2020-ის გამარჯვებული იტალია 2022 წელს კატარის მსოფლიოზე ვერ გავიდა, ხოლო დღეს კაბო ვერდესთან მოქმედმა ევროპის ჩემპიონებმა როგორ შეირცხვინეს თავი, ყველამ კარგად იცის.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ესპანელების დანარჩენი ორი მეტოქე, საუდის არაბეთი და ურუგვაი ამ წუთებში ერთმანეთს უპირისპირდება, ხოლო ესპანელები მეორე ტურში 21 ივნისს აზიელების წინააღმდეგ ითამაშებენ და მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო“ - როდრის და სიმონის კომენტარები
“ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო“ - როდრის და სიმონის კომენტარები