არანაირი თავის მართლება | თოფურიამ გეიჯის გამარჯვება მიულოცა
ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ტურნირზე, მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით, სენსაციურად დამარცხდა.
ილიამ ინსტაგრამში დაწერა:
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და დატოვე კიდეც.
პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი — მარცხენაშიც.
არანაირი თავის მართლება. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი ბანაკი მქონდა. იდეალურ ფორმაში, სათანადოდ მომზადებული და სრულ მზადყოფნაში გამოვედი. გასული ღამე შენი ღამე იყო.
ასეთია ამ სპორტის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან.
ჭრილობებს მოვიშუშებ. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო.
და მერწმუნე... ჩვენს შორის ეს ისტორია დასასრულისგან ძალიან შორსაა.
ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება''.
ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იყო. მათი ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა. თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.
გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის აბსოლუტური ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მის ანგარიშზე 28 გამარჯვება და 5 წაგებაა.