ნეიმარი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

მის გენიალურობაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა | რონალდომ ნეიმარზე ისაუბრა

ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ კარლო ანჩელოტი და „სელესაოს'' ფეხბურთელები შეაქო, TikTok-ში საკუთარ პროფილზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბრაზილიელ ქომაგებს მოუწოდა, რომ სჯეროდეთ „ამარელინიას“ (ბრაზილიის ნაკრების) ჩემპიონობის.

„ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენც, გულშემატკივრებიც, უნდა იჯერებდეთ ამის. გზა დასახულია, ადვილი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი. ეს ხუთჯერ უკვე გავაკეთეთ და შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ“, – განაცხადა რონალდომ, რომელმაც მომენტით ისარგებლა და ქომაგებს „კბილი გაჰკრა“: „არცერთ იმ ხუთი შემთხვევიდან ბრაზილიელებს წინასწარ მაინცდამაინც არ სჯეროდათ ხოლმე. მათ ურჩევნიათ ჯერ საქმე გაკეთდეს და მერე იზეიმონ“.

რონალდო ნეიმარზე: „ვფიქრობ, მან (ანჩელოტის გულისხმობს) შესანიშნავი არჩევანი გააკეთა. ნეიმარს შეუძლია გადამწყვეტ ფაზაში თავისი წვლილი შეიტანოს რომელიმე საინტერესო ეპიზოდით. ნეიმარს აქვს ეს ნიჭი, ეს გენიალურობა, რომელზეც უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლებოდა. ის არის მოთამაშე, რომელსაც სულ რაღაც 20 წუთშიც კი შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა“.

მუნდიალის პირველ ტურში ბრაზილია მაროკოს შეხვდება (14 ივნისი, 02:00), ამ მატჩს ნეიმარი ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი ჰაიტისთან (20 ივნისი, 04:30) და შოტლანდიასთან (25 ივნისი, 02:00) მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ
„მომავალი კვარა და დავითაშვილი?“ - ფრანგები ბართიშვილზე წერენ