უსმან დემბელე
Aa
Aa

ახლა მთავარი მსოფლიოს ჩემპიონობაა | დემბელე ოქროს ბურთს უმიზნებს

ოქროს ბურთის გასული წლის გამარჯვებული უსმან დემბელე MARCA-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი მუნდიალის მოგებაა, რაც ოქროს ბურთის მეორედ მოგების შანსზე გავლენას მოახდენს.

კითხვა: „ოქროს ბურთის ბედიც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე წყდება? ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებით უკვე სერიოზული განაცხადი გააკეთეთ?

დემბელე: „დიახ, ნათელია, რომ ეს ტურნირი მაგ კუთხითაც მნიშვნელოვანია. როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს გამორჩეული ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ეს მოგვიანებით. ნომერ პირველი მიზანი, რა თქმა უნდა, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი მუნდიალის მოგება იყო. ეს მართლაც განსაკუთრებული რამაა. ასე რომ, სანამ ამ ყველაფერზე ფიქრს დავიწყებდეთ, მაქსიმალური კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებს''.

საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებულია ის აზრი, რომ ოქროს ბურთის მოგება დიდწილად მუნდიალზეა დამოკიდებული, საფრანგეთის ჩემპიონობის შემთხვევაში დემბელესთვის ოქროს ბურთის მოგების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა რადგან საქართველოს ნაკრები მუნდიალზე არ თამაშობს, ხვიჩას ჯილდოს მოპოვების მაღალი შანსი არ აქვს, თუმცა საუკეთესო სამეულში მოხვედრა რეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური
ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური