„რეკლამა ჩვენს ეთერში“ - ვეტერანი სამხრეთ აფრიკელების შოკური რეაქცია
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მექსიკელებთან უშანსოდ დამარცხების შემდეგ „ბაფანა ბაფანას“ გულშემატკივრები საშინელ განწყობაზე არიან და ეროვნული გუნდის ფეხბურთელები სამშობლოში უკვე სასტიკად გააკრიტიკეს. მართალია, არსებული გამარტივებული ფორმატიდან გამომდინარე ამ გუნდისთვის ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა, თუმცა „აცტეკაზე“ გამართულ მატჩში იმდენად უსუსურები იყვნენ, რომ მათ ასპარეზობას კომენტირების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
სამშობლოში მყოფი ვეტერანი სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელები, კუინტონ ფორჩუნი და ბენი მაკარტი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იყვნენ მიწვეული და მექსიკა-სამხრეთ აფრიკის შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩი უნდა შეეფასებინათ, თუმცა თანამემამულეების უსუსური გამოსვლით იმდენად შოკირებულნი დარჩნენ, რომ ხმა ვერ ამოიღეს და გადაცემის წამყვანს თხოვეს ეთერში სარეკლამო ჭრა გაეშვა.
ცნობისათვის, ამპლუით ნახევარმცველი კუიტონ ფორჩუნი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 1996-2005 წლებში ასპარეზობდა და 46 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო თავდასხმაში მოთამაშე ბენი მაკარტის ანგარიშზე 79 შეხვედრაში 32 გოლია.