„მუნდიალის მოგება კვლავ შეუძლია“ - დემბელე მესიზე
საფრანგეთის ნაკრებისა და „პსჟ“-ს თავდამსხმელს, უსმან დემბელეს მიაჩნია, რომ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კიდევ ერთხელ შეუძლია.
– თქვენ კარგად იცნობთ მესის. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას წარმატების გამეორება და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება?
„უდავოდ. მას ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია. ეს უკვე ვნახე, როცა „ბარსელონაში“ ვიყავი“.
- მაგრამ ის ხომ ოთხი წლით უფროსი გახდა?
„ეს არაფერს ცვლის. ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც მინახავს. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. კვლავინდებურად სახიფათოა. თუნდაც უკვე 38 წლის იყოს, მისი შეჩერება მაინც რთულია. ოსტატობა ისევ მასთანაა. მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მას კვლავ შეუძლია გამარჯვება“.
– განაცხადა დემბელემ.
უსმანმა საუბარი მბაპეს შესახებ გააგრძელა. ის მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდის მისამართით არსებული კრიტიკა უსამართლოა.
– ესაუბრეთ კილიანს? როგორ აფასებთ მას ამ სეზონის შემდეგ?
„მას ძალიან უსამართლოდ ექცევიან. კილიანის კრიტიკა ძალიან შორს მიდის, რადგან ის დაუჯერებელი მოთამაშეა. შესანიშნავი ადამიანია მოედნის მიღმა, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ზოგჯერ კრიტიკაში ზედმეტი მოსდით, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს კილიან მბაპეა. არ ღირს მის მიმართ ასეთი მკაცრები ვიყოთ.
შეიკრავს თუ არა თასმებს, არ შეიკრავს, აიწევს თუ არა გეტრებს, არ ჩაიცვამს მათ... ეს უკვე ზედმეტია. იმიტომ, რომ ის კვლავინდებურად ადამიანი და გამორჩეული დონის მოთამაშეა. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ, საფრანგეთის ნაკრებში, ის ჩვენთან ძალიან კარგად ურთიერთობს. ლიდერია, ჩვენი გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი“.
– განაცხადა დემბელემ.