კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: მესი, თუ რონალდუ? მუნდიალის მოგების შემდეგ ლეომ დისკუსია დახურა

ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარების შესახებ ისაუბრა.

იბრა ჯიმი კიმელის შოუში იყო სტუმრად, სადაც ცნობილმა ტელეწამყვანმა მას საფეხბურთო სამყაროში ყველაზე გავრცელებული კითხვა დაუსვა - მესი, თუ რონალდუ?

– მესი და რონალდუ თავიანთ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობენ. იცნობთ მათ?

„დიახ, ერთ-ერთ მათგანს, მესის. მე მასთან ერთად „ბარსელონაში“ ვთამაშობდი“.

– მათ შორის, რომელია საუკეთესო?

„როცა ასეთ დონეზე ხარ, ერთ კვირას ერთზე საუბრობენ, მეორე კვირას კი – მეორეზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მესიმ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მან თამასა ასწია და კარი დახურა (დისკუსიებისთვის)“.

– ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის პასუხი, რასაც ზლატანისგან ველოდით...

„ნამდვილი ზლატანი გინდათ თუ...“

– ოღონდ უარესი არ იყოს.

„მაშ ასე. ვინ არის საუკეთესო? მესი თუ რონალდუ? მე ვამბობ – ზლატანი!“

– დაასრულა ბოლოს ხუმრობით იბრაჰიმოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები