„მნიშვნელოვანია, ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ“ - ანტმანი საბერძნეთთან მატჩის წინ
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
8 ივნისს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ მთავარ მწვრთნელნთან ერთად კომენტარი, გუნდის შემტევმა, ნინი ბუხრიკიძემ გააკეთა.
„ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა. ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს. ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთი მათგანი, 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ" - განაცხადა ირის ანტმანმა.
„საბერძნეთი ძლიერი მეტოქეა. სამწუხაროდ, გასვლითი მატჩი დავთმეთ, თუმცა საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება ხვალინდელ შეხვედრაში", - აღნიშნა ნინი ბუცხრიკიძემ.
საქართველო - საბერძნეთის ქალთა ეროვნული გუნდების მატჩი 9 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი.