ირის ანტმანი
Aa
Aa

“ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს“ - ანტმანი ფარერებთან მარცხის შემდეგ

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა.

ირის ანტმანის გუნდმა თბილისში ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მეტოქეს ბებიას და ბუხრუკიძის გოლებით ამარცხებდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშა ხელიდან.

მატჩის დასრულების შემდეგ, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა:

"გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით.

შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა — თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც.

ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით.

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ".

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ანტმანის გუნდი ბოლო შეხვედრას 9 ივნისს, საბერძნეთთან, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები