ირის ანტმანი
Aa
Aa

ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები | ქალთა ნაკრების მარცხი ფარერებთან

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გამართა. ირის ანტმანის გუნდი „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდა და ისევ ბოლო წუთებზე დამარცხდა — 2:3.

შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა გახსნა. მე-15 წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც მაიკო ბებიამ გამოიყენა. ფარერის კუნძულების ფეხბურთელებმა წონასწორობა პირველი ტაიმის დამატებულ მესამე წუთზე, ბრა ზაკარიასარდოტირის გოლით აღადგინეს.

53-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ საქართველო წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, თუმცა 87-ე წუთზე ტორენ იოენსენის პენალტით ანგარიში გათანაბრდა, 90+1 წუთზე კი ტორა მიოჰრიმ საკუთარ გუნდს მოაგებინა.

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ანტმანის გუნდი ბოლო შეხვედრას 9 ივნისს, საბერძნეთთან, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მას ყველაფერი აქვს“ | ჰესკის ლივერპულში კვარაცხელიას ხილვა სურს
    „მას ყველაფერი აქვს“ | ჰესკის ლივერპულში კვარაცხელიას ხილვა სურს