ოლიმპიურ ჩემპიონს შეხვდება - RAF-ში გენო პეტრიაშვილის მეტოქე ცნობილია
Real American Freestyle (RAF) 11 ივლისს აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირველ ღონისძიებას ჩაატარებს და ეს ღონისძიება საქართველოში შედგება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს და რამდენიმე ბრძოლაც დააანონსეს.
სპორტის გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია ის ამბავი, რომ ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება იქნებოდა, გივი მაჭარაშვილი კი RAF-ში თავის მეორე ბრძოლას ამერიკელის, ზაქერი ელამის წინააღმდეგ ჩაატარებდა.
ახლახანს RAF-მა კიდევ ორი ქართველი მოჭიდავის მეტოქეები დაასახელა. სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი ამერიკულ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლას ჯეიკ ვარნერის წინააღმდეგ ჩაატარებს. ვარნერი 40 წლისაა, 2012 წლის ოლიმპიადაზე მას ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (96 კგ). 2022 წელს ის ამერიკის ჭიდაობის დიდების დარბაზში შეიყვანეს. RAF-ში ვარნერს ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული - გასული წლის ოქტომბერში მან პეტ დაუნის 5:1 მოუგო.
 
OLYMPIC CHAMP VS OLYMPIC CHAMP ????
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) June 4, 2026
Geno Petriashvili will face Jake Varner at RAF GEORGIA on July 11.
Tickets coming soon at the link in bio. pic.twitter.com/IbStRYZQMp
კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, რომელსაც RAF-ში ვიხილავთ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 24 წლის ვლადიმერ გამყრელიძეა - მისი მეტოქე ამერიკელი კაილ დეიკი იქნება. დეიკმა RAF 01-ზე დინ ჰამიტი დაამარცხა და პირველი მძიმე წონის ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, დეიკისა და გამყრელიძის ბრძოლა სატიტულო იქნება. აქვე გეტყვით, რომ დეიკი 35 წლისაა, ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მას 74 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, კაილ დეიკი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.
BANGERS ONLY ????
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) June 5, 2026
Kyle Dake defends the RAF Cruiserweight Championship against Vladimer Gamkrelidze at RAF GEORGIA July 11.
Tickets coming soon at the link in bio. pic.twitter.com/33rDhNlhN3
ასევე გეტყვით, რომ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებაზე შედგება ოლიმპიური ჩეპმიონებისა - კაილ სნაიდერისა და აბდულრაშიდ სადულაევის დაპირისპირებაც. სნაიდერი ამჟამად RAF-ში ქვემძიმე წონის ჩემპიონია.