საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კაშიას ბოლო მატჩი ნაკრებში | რუმინეთთან სასტარტო 11-ეული ცნობილია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლმა კარში ტრადიციულად მამარდაშვილი დააყენა, დაცვის ცენტრში კაშიასთან ერთად ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე იქნებიან, მარცხენა „ვინგბექი'' აზაროვი იქნება, მარჯვენა - გიზი მამაგეიშვილი. ნახევარდაცვაში ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილის ტრიოს ვიხილავთ. წინ ორი ფორვარდია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.

სასტარტო 11: მამარდაშვილი, მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე, კაშია (კ), ლოჩოშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია, ზივზივაძე

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე შეკრების ფარგლებში ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 5 ივნისს ბაჰრეინს უმასპინძლებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე'' 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია
„კვარაცხელია საოცარი ფეხურთელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს...“ - რუმინელების პრესკონფერენცია