საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„ბევრ გულშემატკივარს ველოდებით“ - კვერნაძე რუმინეთთან მატჩამდე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან საშინაო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. „მიხეილ მესხი 2“-ის მოედანზე დღეს ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი კი ეროვნულ გუნდს საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან. 2 ივნისს, რუმინელებთან მატჩით ნაკრებს დაემშვიდობება კაპიტანი გურამ კაშია და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება Nakrebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი კვერნაძემ, რომელიც „ფროზინონესთან“ ერთად სერია A-ში გადავიდა.

გიორგი კვერნაძე

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი.



რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს. 



ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო.

ცნობისათვის, საქართველო - რუმინეთის შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება, საქართველო - ბაჰრეინის მატჩი კი 5 ივნისს სტარტს 20:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრებმა მზადება დაიწყო - 16 ფეხბურთელი სანიოლის განკარგულებაში
ნაკრებმა მზადება დაიწყო - 16 ფეხბურთელი სანიოლის განკარგულებაში