ბარსას გორდონის სრული თანხმობა აქვს - ტრანსფერი მალე დაიხურება
„ბარსელონა“ 25 წლის ინგლისელი შემტევის ენტონი გორდონის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსამ“ „ნიუკასლის“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.
„ბარსელონა“ „ნიუკასლთან“ პირდაპირ, ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავს, რათა კლუბებს შორის გარიგება დაიხუროს. მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. კატალონიელთა სპორტული დირექტორი დეკუ რამდენიმე დღეა ბრიტანეთშია და მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.
„ბარსას“ სურს, გარიგება სწრაფად დაასრულოს, რათა დაასწროს პრემიერ ლიგის კლუბებსა და „ბაიერნს“, რომლებიც კულისებში კვლავ აქტიურობენ. კლუბს სურს, რომ გორდონი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მათი საკუთრება იყოს.
როგორც რომანო წერს, გარიგება პროცესშია და დასასრულს უახლოვდება.
25 წლის ინგლისელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 17 გოლი და 5 საგოლე პასია. მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა ძალაში და Transfermarkt-ის მონაცემებით 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.