ოპერაცია ჩაუტარდა - ცნობილია გულიაშვილის დაბრუნების თარიღი
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გულიაშვილმა ვალიადოლიდთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა.
დღეს, ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს:
„დღეს გიორგი გულიაშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ოპერაცია მადრიდში ექიმმა მანუელ ლეიესმა ჩაატარა, რომელიც რეგულარულად თანამშრომლობს რასინგის ტრავმატოლოგ ანტონიო კრუზთან.
სამედიცინო შტაბის შეფასებით, გულიაშვილს ვარჯიშზე დაბრუნება 2026/27 წლების სეზონის დაწყებამდე უნდა შეეძლოს.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. ქართველმა შემტევმა იანვრიდან ესპანურ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საგულისხმოა, რომ „რასინგმა“ ლა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და შესაბამისად, გულიაშვილი თავის გუნდთან ერთად მომდევნო სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
???? @AsisaSalud | Guliashvili, intervenido con éxito de su fractura en el peroné derecho
— Real Racing Club (@realracingclub) May 27, 2026
✅ La operación del atacante del Racing ha sido realizada en Madrid por el doctor Leyeshttps://t.co/v117a6C3fk pic.twitter.com/c81kk9ogQ3