ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მესის მდგომარეობა? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ - სკალონი

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ „ალბისელესტეს“ კაპიტნის, ლეო მესის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც „ინტერ მაიამის“ ბოლო მატჩში შეცვლა მოითხოვა და, როგორც ფლორიდულ კლუბში აცხადებენ, არგენტინელს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობა აქვს.

ლიონელ სკალონი:

„ვუყურებდით „ინტერ მაიამის“ მატჩს და დავინახეთ, რომ მესიმ შეცვლა ითხოვა. პირველადი ინფორმაცია არც ისე ცუდია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს დისკომფორტი საერთოდ არ ეგრძნო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

პირველ რიგში, კლუბი გამოკვლევებს ჩაუტარებს, რათა ყველაფერი დაზუსტდეს. ჩვენი მიზანია, მესი და სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, საუკეთესო ფორმაში შევიყვანოთ.

გაფართოებულ სიაში ვინც მოხვდა, ყველას შეუძლია მუნდიალზე თამაში, მაგრამ პირველ ოფიციალურ მატჩამდე დარჩენილ დროს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ დავადგინოთ, ვის უნდა ვენდოთ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო განაცხადის დასახელებიდან პირველ მატჩამდე რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო 26-კაციანი განაცხადი ჯერ არ დაუსახელებია. „ალბისელესტე“ გაფართოებული შემადგენლობით ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადება [ჰონდურასთან 7 ივნისს და ისლანდიასთან 10 ივნისს], რის შემდეგაც სკალონი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია მაროკოს ნაკრების განაცხადი
მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია მაროკოს ნაკრების განაცხადი