მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია მაროკოს ნაკრების განაცხადი
სულ მალე საფეხბურთო სამყაროში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. დღეს, მოჰამედ უაჰბიმ მაროკოს ეროვნული ნაკრების განაცხადი დაასახელა, რომელიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
მეკარეები: იასინ ბონო („ალ ჰილალი“), მუნირ ელ ქაჯუი („რს ბერკანი“), აჰმედ რეზა ტაგნაუტი („ფარ რაბატი“)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუსაირ მაზრაუი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ისა დიოპი („ფულემი“), ანას სალაჰ-ედინი (პსვ), იუსეფ ბელამარი („ალ აჰლი“), ნაიეფ აგერი („მარსელი“), ჩადი რიადი („კრისტალ პელასი“), რედუან ჰალჰალი („მეხელენი“), ზაქარია ელ უაჰდი („გენკი“)
ნახევარმცველები: აიუბ ბუადი („ლილი“), სოფიან ამრაბატი („რეალ ბეტისი“), სამირ ელ მურაბეტი („სტრასბურგი“), ნილ ელ აინაუი („რომა“), აზედინ უნაჰი („ჟირონა“), ბილალ ელ ხანუსი („შტუტგარტი“)
თავდამსხმელები: ბრაჰიმ დიასი („რეალ მადრიდი“), აიუბ ელ ქააბი („ოლიმპიაკოსი“), იასინ გესიმი („სტრასბურგი“), ისმაელ საიბარი (პსვ), სუფიან რაჰიმი („ალ აინი“), აბდე ეზალზული („რეალ ბეტისი“), შემსდინ ტალბი („სანდერლენდი“), ანას ამაიმუნი („ფრანკფურტი“).
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ თამაშს 14 ივნისს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 02:00-დან დაიწყება.
ასევე გეტყვით, რომ მაროკო ბრაზილიის გარდა ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიას და ჰაიტის დაუპირისპირდება.