ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი კრეატიულობა უსაზღვროა“ | L'Equipe-ისთვის კვარა თავის პოზიციაზე ნომერ პირველია

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა „პარი სენ-ჟერმენს“ საინტერესო სტატია მიუძღვნა და პოზიციების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში პარიზელთა ფეხბურთელებს ადგილები მიაკუთვნა. L’Equipe-ის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია.

„მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ასპარეზზე უბრალოდ თვალწარმტაცია. 10 გოლი 15 შეხვედრაში, რომელთა შორის ნამდვილი შედევრებიცაა — მაგალითად, „ატალანტასთან“ სექტემბერში შეგდებული ბურთი. თუმცა, რაც მთავარია, შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი კრეატიულობა უსაზღვროა. 2026 წელს ის უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია.

ლუის დიასმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „პარკ დე პრენსზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში (5:4) ითამაშა, ყველას შეახსენა, თუ რამდენად სასიამოვნო საყურებელია მისი ფეხბურთი. ვინისიუსი „რეალის“ ჩავარდნილ სეზონშია ჩაფლული. „ბარსელონაში“ რაფინიას შარშანდელი შედეგები არ გაუმეორებია. ჟერემი დოკუმ თავისი რეპერტუარი გააფართოვა, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე ამხელა გავლენა არ ჰქონია. კენან ილდიზი კი მძაფრი შეგრძნებების გამომწვევი ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონზე მაყურებელი მიჰყავს“, — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, L’Equipe-მა მატვეი საფონოვი ტოპ 10 მეკარეს შორის შეიყვანა. აშრაფ ჰაკიმი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია, ნუნუ მენდეში — საუკეთესო მარცხენა მცველი. მარკინიოსი ცენტრალურ მცველებს შორის ტოპ 6-შია, ვილიან პაჩო — პირველია. ვიტინია მსოფლიოს სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორის შედის, ჟოაუ ნევეში — ტოპ 5-შია, ფაბიან რუისი — ტოპ 8-ში. დეზირე დუე ტოპ 3 მარჯვენა გარემარბებს შორისაა, უსმან დემბელე კი საუკეთესო თავდამსხმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება
უმჯობესია ტრავმა სრულად მოვიშუშო | მიქაუტაძე ნაკრებს ვერ დაეხმარება