იური ტაბატაძე
Aa
Aa

განსაკუთრებული ოვაციები ტაბატაძეს - კადისი სეგუნდაში დარჩა

წლევანდელი სეზონის დასაწყისში, როდესაც იური ტაბატაძე ჯანმრთელად იყო, „კადისი“ ესპანეთის ლა ლიგის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ქართველმა ნახევარმცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა. მის არყოფნაში კი კლუბს იმდენად დიდი რეგრესი დაეწყო, რომ მთავარ მიზნად არა ელიტაში აღზევება, არამედ სეგუნდაში ადგილის შენარჩუნება იქცა.

დღეს კადისელებმა საკუთარ სტადიონზე „ლეგანესი“ 3:0 დაამარცხეს და სეგუნდადივიზიონში ადგილი გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეინარჩუნეს. მართალია, მეცხრამეტეადგილოან „მირანდესს“ კადისელებთან ქულებით გათანაბრება შეუძლია, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა „კადისის“ მხარესაა, რის გამოც ბრძოლა დასრულებულია.

ამ თამაშს ესწრებოდა იური ტაბატაძეც, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ გამართულ ზეიმში მონაწილეობა მიიღო და მას ინჩასებმა საოცრად თბილი დახვედრა მოუწყვეს.

ცნობისათვის, იური ტაბატაძემ წელს გამართულ 20 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გარღვევა და საგოლე პასი | მაისურაძის გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს
ბრწყინვალე გარღვევა და საგოლე პასი | მაისურაძის გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს