მაინც ვერ წაიყვანს | ჟოზეს ოლისე სურს, ჰიონესი ტრანსფერს გამორიცხავს
ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში მაიკლ ოლისეს დამატება სურს, თუმცა ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ული ჰიონესი მიიჩნევს, რომ ოლისე ბავარიაში რჩება და მისი გაყიდვა გამორიცხულია.
Sky Sport DE: „მოურინიოს ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, მას ლურჯი კეპი, თეთრი მაისური და ლურჯი პერანგი ეცვა. მისი დანიშნულების ადგილი: ბერლინის ოლიმპიური სტადიონი. მოურინიო შაბათ საღამოს მიუნხენის ბაიერნისა და შტუტგარტის მატჩს ცოცხლად, ტრიბუნიდან ადევნებს თვალს. ბერლინში შაბათს ჩაფრინდა და იქ ერთ ღამეს გაატარებს.
Sky Sport-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მოურინიო საპატიო ტრიბუნაზე იჯდება, შტუტგარტის სპორტული დირექტორის, ფაბიან ვოლგემუტის მიწვევას გამოეხმაურა, რომელსაც, თავის მხრივ, შესანიშნავი კავშირები აქვს აგენტ ჰენდრიკ შაუერტესთან. სწორედ შაუერტე იყო ის პირი, ვინც მოურინიოსთან ერთად დატოვა სასტუმრო, რათა დაქირავებული ავტომობილით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სტადიონისკენ გაშურებულიყვნენ. შაუერტე სააგენტო Gestifute-ში მუშაობს. ეს არის ჟორჟე მენდეშის სააგენტო, რომელმაც ბოლო დღეებში, კულისებს მიღმა, მადრიდის რეალში მოურინიოს გადასვლის დეტალები საბოლოოდ შეათანხმა''.
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Sky Sport-ის მიკროფონთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოლისე არ იყიდება: „მას შეუძლია ხუთი თვალით უყუროს ოლისეს, მაინც ვერ წაიყვანს, არ იყიდება. იმედია, მას [მოურინიოს] არ შევხვდები, რადგან მადრიდიდან ამ გზაზე წამოსვლა არც ღირდა“.
24 წლის ფრანგ მარჯვენა გარემარბს, რომელმაც 2025-26 წლების სეზონში ბაიერნის რიგებში 52 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი შეასრულა, მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
2024 წლის ზაფხულში ბაიერნმა ოლისე კრისტალ პალასიდან 60 მილიონ ევროდ შეიძინა (ბონუსების ჩათვლით).ამჟამად, Transfermarkt-ი 140 მილიონ ევროდ აფასებს.