მატვეი საფონოვი, ილია ზაბარნი
Aa
Aa

ომის ექო პარიზში: ზაბარნიმ და საფონოვმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს

ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელები ერთმანეთში ათამაშა. L'Équipe-ს ცნობით, მატვეი საფონოვმა და ილია ზაბარნიმ, რომლებმაც ერთად ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარეს, შეხვედრის დაწყების წინ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს და პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთთან თვალით კონტაქტს გაურბოდნენ.

„მასთან ვარჯიშებზე პროფესიულ დონეზე ურთიერთობა მიწევს, კლუბის წინაშე ჩემს ვალდებულებებს შევასრულებ“, - განაცხადა ზაბარნიმ საფონოვის გუნდში მოსვლის შემდეგ, მას მერე, რაც ახსნა, რომ მას „არანაირი ურთიერთობა არ აქვს რუსებთან“.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით შეიჭრა, რამაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი გამოიწვია. ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა და იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ქმედებები მკაცრად დაგმო, რასაც ქვეყნის მიმართ უპრეცედენტო სანქციების დაწესება და საერთაშორისო სპორტული ტურნირებიდან რუსული კლუბებისა თუ ათლეტების დიდი ნაწილის მოკვეთა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ასე გააგრძელებს, ოქროს ბურთს მოიგებს | სანიოლი კვარათი აღფრთოვანებულია
თუ ასე გააგრძელებს, ოქროს ბურთს მოიგებს | სანიოლი კვარათი აღფრთოვანებულია