ჩემპიონთა ლიგაზე იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეროვნული ჩემპიონატები დასასრულს მიუახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, ვინც 2026-27 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
საქართველოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ წარადგენს.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორისაც 14 განთესილი, 14 კი განუთესავი იქნება. უეფას საკლუბო კოეფიციენტების გათვალისწინებით, „იბერია 1999“ განუთესავებში მოხვდება: მისი მეტოქე კი 14 განთესილი გუნდიდან ერთ-ერთი იქნება.
იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები: შემროკ როვერსი (ირლანდია), კუპსი (ფინეთი), დრიტა (კოსოვო), ლინკოლნ რედ იმფსი (გიბრალტარი), ბორაცი (ბოსნია), ვიკინგური (ისლანდია), ქაირათი (ყაზახეთი), კრაიოვა (რუმინეთი), რიგა (ლატვია), კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები), ფლორა (ესტონეთი), ლარნე (ჩრდ. ირლანდია), პეტროკუბი (მოლდოვა) და ნიუ სეინტსი (უელსი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს გაიმართება.