საუთჰემპტონი
Aa
Aa

სკანდალი ინგლისურ ფეხბურთში | ჯაშუშობის გამო საუთჰემპტონი ფლეი-ოფიდან მოკვეთეს

მიდლსბრო საუთჰემპტონის ანალიტიკოსს ჯაშუშობაში ადანაშაულებდა, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) საუთჰემპტონისა და მიდლსბროს მატჩამდე შესაძლო თვალთვალის საქმე გამოიძია. დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ საუთჰემპტონი ფლეი-ოფიდან მოკვეთა, მას შემდეგ, რაც კლუბმა „აღიარა EFL-ის რეგულაციების მრავალჯერადი დარღვევა, რაც დაკავშირებულია სხვა კლუბების ვარჯიშების უნებართვო გადაღებასთან“.

„წმინდანებს“ ასევე დააკლდებათ ოთხი ქულა 2026/27 წლების სეზონში.

„საუთჰემპტონმა“ აღიარა დაგეგმილ მატჩამდე 72 საათის განმავლობაში სავარჯიშო სესიებზე დაკვირვების წესების დარღვევა. საქმეში დასახელებულია 2025 წლის დეკემბერში ოქსფორდ იუნაიტედის, 2026 წლის აპრილში იფსვიჩ თაუნისა და 2026 წლის მაისში მიდლსბროს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები.

„წმინდანებს“ აქვთ გასაჩივრების უფლება და მხარეები საქმის გადაწყვეტას 20 მაისს გეგმავენ.

შეგახსენებთ, საუთჰემპტონმა პრემიერლიგაში გადასასვლელი ფლეი-ოფის ნახევარფინალში მიდლსბრო ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. ჯაშუშობის სკანდალის გამო ფინალში მიდლსბრო იქნება, რომელიც ჰალის წინააღმდეგ პრემიერლიგაში დასაბრუნებლად "უემბლიზე" იბრძოლებს. მიდლსბრო ახლა 23 მაისს ჰალ სიტის დაუპირისპირდება.

საუთჰემპტონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმეს 20 მაისს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები