ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილის სადებიუტო გოლი, კიტე ბომბარდირი გახდა - შტურმმა სეზონი დაასრულა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, 32-ე ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა, თუმცა ჩემპიონის მოპოვება ვერ შეძლო. გრაცელების მთავარმა კონკურენტმა და გათამაშების ლიდერმა, ლასკ-მა პარალელურად მიმდინარე მატჩში ვენის „აუსტრია“ 3:0 დაამარცხა და შესაბამისად, ჩემპიონობაც მოიპოვა.

დღევანდელ შეხვედრაში ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გიზი მამაგეიშვილი კი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა და გათამაშების მიწურულს თავისი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო.

88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მამაგეიშვილმა ბრწყინვალე შორეული გასროლით შეძლო „რაპიდის“ კარის აღება და თავისი გუნდი დააწინაურა.

ზუსტად 3 წუთში კი ჰიერლანდერმა შეძლო საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

2025/26 წლების სეზონი კიტეიშვილისთვის სტატისტიკის მხრივ საუკეთესო იყო. ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც გატანილი გოლების მხრივ მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, ზედიზედ მესამედ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა.

რაც შეეხება მამაგეიშვილს, 23 წლის ფეხბურთელი „შტურმს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და 13 ჩატარებულ მატჩში 1-1 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„შტურმმა“ საჩემპიონო ჯგუფი 37 ქულით მე-2 პოზიციაზე დაასრულა და პირველადგილოსან ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ გრაცელებს ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ ჰქონდათ მოპოვებული და ამ სეზონში ამ შედეგის გაუმჯობესება შეეძლოთ. ქართველების გუნდმა საჩემპიონო ჯგუფის დაწყების შემდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რამაც საბოლოოდ ჩემპიონობის ბედიც გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 საგოლე მოქმედება სეზონში | იეგოიანმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა
7 საგოლე მოქმედება სეზონში | იეგოიანმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა