ფედერაცია მასობრივ ფეხბურთზე ზრუნვას განაგრძობს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამჯერად სფფ-ის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის მოედანი ნახახულევში განაახლეს. ამ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 5 სოფლის სტადიონი აღდგა. ამ ტიპის პროექტები ემსახურება ფეხბურთში ჩართულთა რაოდენობის ზრდას, მასობრივი ფეხბურთის განვითარება სფფ-ის ერთ-ერთი მიზანია.

 



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით